четверг, 14 ноября 2013 г.

     ნორიოს კიდევ ერთი უდიდესი სიმდიდრე სოფლის დასასრულში დაწყებული ულამაზესი ტყეა. ზუსტად ამ ტყის საშუალებით ვსუნთქავთ ნორიოს მოსახლეობა სასიამოვნო ჰაერს. სწორედ ამ უდიდესი ტყის დამსახურებაა ნორიოში წყლის სიუხვე. მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია ტყის არაკანონიერი გაჩეხვის გამო სოფლის მდინარეები ყოველ ზაფხულის თვეებში დამშრალია. ეს პრობლემა დღეს-დღეობით აღარ არსებობს. ნორიოს ტყეში უკვე აღარ ხდება ხე-ტყის უკანონო ჭრა, მაგრამ იმ დიდი დანაკლისის ანაზღაურებას, რომელიც ჩვენს ტყეს მიადგა ხეების გაჩეხვით, დიდი დრო სჭირდება ამიტომ თითოეულმა ნორიოელმა უნდა გააცნობიეროს ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ხე ჩვენ გარშემო. თუ რა როლს თამაშობს ტყე ადამიანის ცხოვრებაში და რა ზიანს აყენებს ადამიანი თავის თავს ტყის გაჩეხვით. ამიტომ აუცილებელია სატყეო მეურნეობამ გამოგვიყოს ხის ნერგები და ნორიოს სკოლის მოსწავლეები გამგეობასთან ერთად დავრგავთ და აღვადგენთ გაჩეხილ ტყეს.
    სოფელში რამდენიმე თვეა, რაც ნაგვის პრობლემა მეტნაკლებად მოგვარდა. დაიდგა სანაგვე ურნები, თუმცა მათი რაოდენობა არასაკმარისია და მაინც არსებობს სოფლის დანაგვიანების პრობლემა, რომელიც გარემოს ზიანს აყენებს. არაერთხელ მოგვიწყვია ნორიოს სკოლის მოსწავლეებს შაბათობები სოფლისა და მისი შემოგარენის დასუფთავების მიზნით. ეს ღონისძიებები მომავალშიც აუცილებელია გაგრძელდეს, რათა შევინარჩუნოთ სუფთა გარემო. სოფლის პერსპექტივისა და მომავალი განვითარებისთარების კუთხით მნიშვნელოვანია ის, რომ სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს მამა ანტონ მარტომყოფლის სამონასტრო კომპლექსი და სალოცავთან მისასვლელი გზა ნორიოზე გადის. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, სოფლის მომავლისათვის ტურიზმის განვითარების კუთხით, რაც სოფლის ეკონომიკურ განვითარებასაც გულისხმობს. შესაძლებელია რამდენიმე მააზიის (საეკლესიო, სასურსათო) კვების ობიექტის გახსნა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა გაყიდვის მოწყობა.
    ჩვენ შევეცადეთ ამ ბლოგის საშუალებით მოკლედ გადმოგვეცა სოფლის ისტორიული და დღევანდელი მდგომარეობა. თავისებურებები და ჩვენი თვალით დანახული პრობლემები და სოფლის მომავალი განვითარების პერსპექტივები.

Комментариев нет:

Отправить комментарий