მდებარეობა
ნორიო მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში. თბილისიდან აღმოსავლეთით. დედაქალაქიდან 20-25, ხოლო რაიონიდან 50 კილომეტრის დაშორებით.
ნორიო ისტორიულად კახეთის შემადგენლობაში შედიოდა და გარე კახეთად მოიხსენიებოდა. ახლა ქვემო ქართლის შემადგენლობაშია.
მას აღმოსავლეთიდან სოფელი მარტყოფი, დასავლეთიდან-თბილისის წყალსაცავი,
სამხრეთით-სოფელი წინუბანი, ჩრდილოეთით-საგურამო-იალნოს ქედი ესაზღვრება.
XIX საუკუნის დამდეგამდე სოფელი ნორიო თბილისის მისადგომების ერთ-ერთი გადამწყვეტი სამხედრო გამაგრებული პუნქტი ყოფილა. „ლეკიანობისაგან“ ქალაქის დაცვისას და წარმოადგენდა საქართველოს სარდლობის და მხედრობის საველე-სალაშქრო ადგილ-სამყოფელს.
ჩვენთვის უცნობია როგორ გაჩნდა ტოპონიმები: „ლალია გორა“, „ნაკერჩხლები“, „არ აშენდა“, „არწივის წყალი“, „ფაშატრის ხევი“, მაგრამ ფაქტია, რომ ადგილობრივები დღესაც ნორიოს სხვდასხვა ადგილს ამ სახელებით მოიხსენიებენ.
ნორიოში უხვადაა დღემდე შეუსწავლელი ძეგლები (ნანგრევების სახით). აქ არის ასევე მოზრდილი ყორღანული ტიპის ბორცვი.
ნორიოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ბრინჯაოს შუბის პირები და სამარხები იმაზე მიგვანიშნებს, რომ აქ დასახლება გვიან ბრინჯაოს ხანაში 3500-3000 წლის წინათ მოხდა. ეს მასალა ეთნოგრაფიულ მუზეუმშია დაცული, რომელიც ნორიოს კულტურის სახლში მდებარეობს.

ისტორია
ძველად სოფელს მართავდა მამასახლისი, რომელსაც სოფლის ყრილობა ირჩევდა.
მოსახლეობა ძირითადად მემინდვრეობას და მიწათმოქმედებას მისდევდა. მიწების ფართობის
და საქონლის უქონლობის გამო გლეხობა დიდ გაჭირვებას განიცდიდა. თიბვა და კალოობა რომ
მოთავდებოდა, ლუკმა-პურის საშოვნელად ისინი სხვაგან მიდიოდნენ სამუშაოს საძებნელად.
XIX საუკუნის დამლევისათვის ევროპიდან შემოტანილმა ვაზის ავადმყოფობამ მდგომარეობა
მთლიანად დასცა.
გლეხის საცხოვრებელი იყო ერთ ოთახიანი ქოხი, რომელიც აგებული იყო მშრალი ქვით ან ქვითკირით და გადახურული იყო მიწური ბანით ან წალმით. XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დამდეგს მოსახლეობის შეძლებულმა ნაწილმა ორსართულიანი ქვითკირის სახლები დაიდგა. შემდეგ კი სოფელზე როდესაც ქალაქის გავლენა გაიზარდა, უფრო სისტემატიურად დაიწყეს ორსართულიანი სახლების აგება.

I მსოფლიო ომის პერიოდში, როდესაც
შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯარში გაიწვიეს, მთლიანად მოიშალა და გაპარტახდა
სოფლის მეურნეობა. შემცირდა ნათესების ფართობი, შინაური ცხოველების რიცხვი. გლეხობას
საოჯახო მოწყობილობის უქონლობა, სისტემატიური შიმშილობა, სიტიტვლე მძიმე ლოდად დააწვა.
ხალხი დიდ სიღარიბესა და სიღატაკეს განიცდიდა. ნორიოში ჩამორჩენილი იყო სახალხო განათლების
საქმეც. პირველად სკოლა 1865 წელს გახსნილა ერთ-ერთი მოსახლის სახლში.
I მსოფლიო ომის შემდეგ გაუმჯობესდა ნორიოელთა საყოფაცხოვრებო პირობები. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, როცა აქ დაიწყო ნავთობის წარმოება 1937 წლიდან.
1930 წლამდე ნორიოში ცხოვრობდა 800-მდე ოჯახი. დღეისთვის მათი რიცხვი გაზრდილია 1000-მდე 3900 მცხოვრებით.
საინტერესოა ნორიოს ტოპონიმებიც:
ლეკების შემოსევისას სოფელმა ქუდზე კაცი შეაგროვა და ერთ-ერთ სერზე მოულოდნელად თავს დაესხა და გაწყვიტა ლეკები. ამ ამბის შემდეგ მთის სერს „ნაომრის სერი“ დაერქვა, ხოლო მახლობლად მდებარე ტბას-„ნალეკარის ტბა“
ნორიოდან 2 კილომეტრის მოშორებით
მდებარეობს „მეფის წყარო“. გადმოცემით, ამ წყაროსთნ დაუსვენია მეფე ერეკლეს თავისი
ლაშქრით. წყაროს მახლობლად არის ძალიან ბევრი სამარხი, რომლებიც ადგილობრივების მიერ
წარმოებული გათხრების შედეგად აღმოჩნდა XX საუკუნის II ნახევარში. I მსოფლიო ომის შემდეგ გაუმჯობესდა ნორიოელთა საყოფაცხოვრებო პირობები. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, როცა აქ დაიწყო ნავთობის წარმოება 1937 წლიდან.