ეთნოგრაფია
სოფელი ნორიო ძველად 5 უბნად იყო დაყოფილი: 1) ცოფურაანთ უბანი, 2) მეორე უბანი, რომელიც ციხის გარშემო იყო დასახლებული, იწოდებოდა ციხის უბნად 3) ტაბლიაანთ უბანი, 4) შუა სოფელი, 5) ახალი უბანი „არ აშენდა“, რომელიც XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან გაშენდა.
შევეცადეთ მოგვეძიებინა სოფელში არსებული გვარების წარმოშობის ისტორია. ნორიოში ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი გვარია-ცოფურაშვილები. მათი ნამდვილი გვარი მანსვეტოვია, რომელთა წინაპრები თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის დროს რუსეთიდან მოუწვევიათ მეფის სასახლის მოსართავად. სამუშაოების დამთავრების შემდეგ მეფე ერეკლეს ისინი სოფელ ნორიოში დაუსახლებია. სოფლის ბოლოში სასახლ-კარე ადგილი და მინდორიც უჩუქებია. ნორიოში ახლად დასახლებულმა მანსვეტოვებმა ქართული ურმების ნაცვლად ოთხ თვალა „პოვოსკები“ გაიწყეს, გაიჩინეს მეწველი და მუშა საქონელი. ხარების გარეკვის დროს მანსვეტოვები ქართულ შეძახილს „თვრიოს“ კი არ ხმარობდნენ არამედ ჩვეულებრივ შეძახილს „ცოპ“, ამ შეძახილის მიხედვით მოოხუნჯო ნორიოელებმა თურმე მეტსახელად „ცოპეები“ შეარქვეს. ამ „ცოპეებიდან“ წარმომდგარა შემდეგ „ცოპურაშვილი“ ანუ ადგილობრივი გამოთქმით - „ცოფურაშვილი“.
მანსვეტოვათან ერთად რუსეთიდან გადმოსახლებულა ხორევი, რომელსაც ნორიოელი ქალი შეურთავს ცოლად და აქვე დასახლებულა. მის შთამომავლებს ხორიაშვილები ეწოდათ.
ხალხში არსებობს გადმოცემა, რომ „ლეკიანობის“ დროს ერთ-ერთი ციხის მშენებლობისას განსაკუთრებით უსახელებია თავი ერთ-ერთ ნორიოელს, რომელიც ძალ-ღონით ყველაზე ძლიერი ყოფილა და დიდ ქვებს აწყობდა. შემდეგ მის მემკვიდრეებს მიუღიათ გვარი ღნიაშვილები, რომლის შთამომავლებიც დღესაც არიან ნორიოში.
არანაკლებ საინტერესოა რამდენიმე გვარის საქმიანობასთან დაკავშირებული ისტორია. მაგალითად, ყურაშვილების სხვადასხვა თაობამ სახელი გაითქვა მჭედლობით, ამიტომ „მჭედლებიაანთ“ უწოდებენ.
ძიძკაშვილების გვარი ხელოვნებასთან ასოცირდება. ისინი დაკავებულნი არიან თექის მოთელვით, მხატვრობით და ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშის დამზადებით.
ქავთარაძეები ხის დამუშავებით არიან ცნობილნი.
ადათ-წესები
დღემდე შემორჩენილი ტრადიციებიდან აღსანიშნავია, ანჩის ხატის (მამა ანტონეს მიერ ედესიდან ჩამოტანილი თიხის ხელთუქმნელი ხატი) დღესასწაული - 29 აგვისტო, რომელსაც ნორიოელები განსაკუთრებულად აღნიშნავენ და „ღვთაებობას“ უწოდებენ, რადგან ღვთაების მონასტრისკენ მიმავალი გზა სოფელზე გადის.
შემორჩენილი ადათ-წესებიდან აღსანიშნავია ზედაშეს რიტუალი, რომელსაც ზოგიერთი გვარი დღესაც ასრულებს. ამ დღეს საგვარეულო ზედაშესთან იკრიბებიან გვარის წევრები და ხსნიან სპეციალურად ამ დღისთვის განკუთვნილ ღვინოს, ლოცავენ გვარს, ანთებენ სანთლებს და კლავენ საკლავს.
ასევე აღსანიშნავია კვირაცხოვლობის ტრადიცია , რომელსაც დაკარგულ ადათ-წესად მოვიხსენიებთ. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით აღდგომის მომდევნო კვირას, ნორიოს მოსახლეობა იკრიბებოდა სოფლის თავში, არსებულ პატარა ნიშთან (ეს ნიში დღესაც არის შემორჩენილი) სადაც იმართებოდა ლხინი, ჭიდაობა, იკვლებოდა საკლავი და ინთებოდა სანთლები. სპეციალურად ამ დღის აღსანიშნავად, მეზობელი სოფლებიდან მარტყოფიდან, დიდი ლილოდან და გლდანიდან სტუმრები მოდიოდნენ.
დღეს-დღეობით უძველესი ტრადიციებიდან შემორჩენილია საღმრთოს დაკვლა, რომელსაც წარმართულ ადათ-წესად მოვიხსენიებთ.
წარმართული ადათ-წესებიდან ასევე აღსანიშნავია - „სულთაობა“. ადგილობრივები ყოველ 26 სექტემბერს საფლავზე გადიან და გააქვთ ხილი. როდესაც შევეცადეთ გაგვერკივია ტრადიციის წარმომავლობა პასუხი ვერავინ გაგვცა. რის გამოც, იგი გაურკვეველ ტრადიციათა რიცხვს მივაკუთვნეთ.
ახლადშემოღებულ ტრადიციაა გვარების დალოცვა. ბოლო პერიოდში დაილოცა რამდენიმე გვარი: ნიკოლიშვილები, ტაკაშვილები, ოსიყმაშვილები, ცოფურაშვილები, ქავთარაძეები...

Комментариев нет:
Отправить комментарий