კულტურა
სოფელ ნორიოს ჩრდილო-დასავლეთით მდინარე ნორიხევის მარჯვენა ნაპირზე წარსულში ტყით დაფარული ქართლის ქედის ერთ-ერთი მთის ფერდობზე შემორჩენილია ძველებური ქონგურებიანი ციხე-კოშკის ნანგრევები. მის გარშემო აქა-იქ გაბნეულია ქვითკირის ნასახლარების, მარნებისა და სხვა სახის სამაურნეო შენობების ნაშთები. ხალხური გადმოცემით, ძველად ამ ადგილზე ყოფილა სოფელი, რომელსაც გალავანი ჰქონია შემოვლებულიდა ამ ციხის სისტემაში ეს კოშკიც შედიოდა. ამ კოშკს ხალხი „ტაკაანთ კოშკს“ უწოდებს. ტაკაანი ანუ ტაკაშვილები ნორიოს მკვიდრნი არიან, რომლებიც შაჰ-აბასის შემოსევების დროს გახიზნულან ერწო-თიანეთის მთებში. შაჰ-აბასის სიკვდილის შემდეგ კი ისევ სოფელში დაბრუნებულან, მაგრამ სოფლის ადგილას ნასოფლარიღა დახვედრიათ. ნორიოს გადარჩენილი მოსახლეობა ბარში ჩმოსახლებულა. ე.ი იმ ადგილზე სადაც გაშენდა სოფელი და დღესაც არსებობს. ტაკაანიც იქ დასახლებულან ციხის მახლობლად. ამ უბანს დღესაც „ტაკაანთ უბანს“ ეძახიან
სოფელ ნორიოს ძველ უბანში (ციხის უბანში) მდინარე ნორი-ხევის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს სოფლის ფართო გალავნიანი დიდი ციხე-სიმაგრე. იგი აგებულია 1752წაელს. მეფე ერეკლე II-ის დროს. მისი საკმაოდ განიერი კედლები რიყის ქვით არის ნაგები. გალავნის კედლები ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ 3 მხრიდან. ჩრდილოეთის კედელი აღარ არსებობს. აქედან გალავანი ფაღალალაა და ციცაბოდ დაქანებულ ნორი-ხევის ნაპირს გადაჰყურებს. ამ მხრიდანაც ერთ დროს ციხეს მაგარი კედელი ჰქონია შემოვლებული, მაგრამ დროთა ვითარებაში აზვირთებულ ნორი-ხევს ჩამოურეცხია. (ციხის ფოტო) ამ ციხეს ნორიოელიები სოფლის „დიდ ციხეს“ უწოდებენ.
ციხის გადაღმა მხარეზე, ნორი-ხევის მარცხენა მხარეს ტაბლიაანთ უბანია. ამ უბანში 1910 წლამდე მზვერავი კოშკი იდგა, რომლიდანაც კარგად მოჩანდა მთელი ხეობა და ნორიოდან მარტყოფისაკენ მიმავალი გზა. ასევე ბილიკები: „მგლის უნახავი“ და „ლომეთის მინდვრები“.
„ბადრიძეანთ კოშკი“, სოფლის ცენტრში მდებარეობს, რომელიც XVIII
საუკუნის
II ნახევარში
აუგია მარტყოფელი კეჟერაშვილების და ნორიოელი ბადრიძეების ერთ-ერთ წინაპარს ქრისტეფორე
კეჟერაშვილ-ბადრიძეს. იგი ერეკლე II-ის დროინდელი გამოჩენილი მოღვაწე იყო. დიდი ღვაწლი
მიუძღვის სტამბის მოწყობა-მოწესრიგებისა და აღა-მაჰამდ ხანის შემოსევის დროს თბილისიდან
გატაცებული ოჯახების განჯის ციხიდან გამოხსნის
საქმეში. კოშკი სამსართულიანი ნაგებობაა.
„ცოფურაანთ კოშკი“ აშენებულია XVIIIს-ში. ის წარმოადგეს საგვარეულო კოშკს. იგი სამ სართულიანია. შესასვლელი კარი პირველ სართულზეა მოთავსებული. II და III სართულებზე ასასვლელი კედელშია ჩატანებული.
სოფლის ცენტრში მდებარეობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია: ეკლესიის მშენებლობა დაკავშირებულია ცნობილი მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის უახლოესი თანამშრომლის, იაკობ მანსვეტაშვილის წინაპრის სახელთან. ეკლესია ცოფურაანთ უბანში დგას. ეს ეკლესია XVIII საუკუნის ბოლოს ცოფურაშვილებმა ააგეს. ეკლესია განახლდა 2003 წელს და 2005 წლის 28 აგვისტოს გაიხსნა. ტაძარი დღეს მოქმედია და ჰყავს საკმად მრავალრიცხროვანი მრევლი. ტაძარს ემსახურება ადგილობრივი მკვიდრი - მამა კახაბერ უერთაშვილი.
მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის ეკლესია XIX საუკუნეში ქოპილაშვილებს აუგიათ სოფლის ზემო უბანში. ეკლესია გარკვეული პერიოდის განმავლობაში უმოქმედო იყო და რამდენიმე კვირის წინ ამოქმედდა. რაც დიდ სიხარულს იწვევს სოფლის მოსახლეობაში.
იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია ნორიოში ყველაზე მაღალ ადგილას, ზემო უბნის სასაფლაოსთან დგას. ეკლესია არის ერთნავიანი დარბაზული ტიპის ნაგებობა. იგი რამდენიმე წლის წინ აღადგინა და მოახატვინა არსენ ოსიყმაშვილმა. (ფოტო)
წმინდა გიორგის სალოცავი ნორიოს ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარეობს, რომელიც ნორიხევის მარცხენა ნაპირზე მცხოვრებმა მამადაშვილებმა ააგეს. შემდეგ მარჯვენა ნაპირზე გადაისახლეს და ეკლესიის მხოლოდ კედლის ნარჩენებმა მოაღწია, რომელიც 2007 წელს გაანახლეს მამადაშვილებმა.
სოფლიდან 4 კმ-ის მოშორებით მდებარეობს,
სოფელ ნორიოს ჩრდილო-დასავლეთით მდინარე ნორიხევის მარჯვენა ნაპირზე წარსულში ტყით დაფარული ქართლის ქედის ერთ-ერთი მთის ფერდობზე შემორჩენილია ძველებური ქონგურებიანი ციხე-კოშკის ნანგრევები. მის გარშემო აქა-იქ გაბნეულია ქვითკირის ნასახლარების, მარნებისა და სხვა სახის სამაურნეო შენობების ნაშთები. ხალხური გადმოცემით, ძველად ამ ადგილზე ყოფილა სოფელი, რომელსაც გალავანი ჰქონია შემოვლებულიდა ამ ციხის სისტემაში ეს კოშკიც შედიოდა. ამ კოშკს ხალხი „ტაკაანთ კოშკს“ უწოდებს. ტაკაანი ანუ ტაკაშვილები ნორიოს მკვიდრნი არიან, რომლებიც შაჰ-აბასის შემოსევების დროს გახიზნულან ერწო-თიანეთის მთებში. შაჰ-აბასის სიკვდილის შემდეგ კი ისევ სოფელში დაბრუნებულან, მაგრამ სოფლის ადგილას ნასოფლარიღა დახვედრიათ. ნორიოს გადარჩენილი მოსახლეობა ბარში ჩმოსახლებულა. ე.ი იმ ადგილზე სადაც გაშენდა სოფელი და დღესაც არსებობს. ტაკაანიც იქ დასახლებულან ციხის მახლობლად. ამ უბანს დღესაც „ტაკაანთ უბანს“ ეძახიან
სოფელ ნორიოს ძველ უბანში (ციხის უბანში) მდინარე ნორი-ხევის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს სოფლის ფართო გალავნიანი დიდი ციხე-სიმაგრე. იგი აგებულია 1752წაელს. მეფე ერეკლე II-ის დროს. მისი საკმაოდ განიერი კედლები რიყის ქვით არის ნაგები. გალავნის კედლები ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ 3 მხრიდან. ჩრდილოეთის კედელი აღარ არსებობს. აქედან გალავანი ფაღალალაა და ციცაბოდ დაქანებულ ნორი-ხევის ნაპირს გადაჰყურებს. ამ მხრიდანაც ერთ დროს ციხეს მაგარი კედელი ჰქონია შემოვლებული, მაგრამ დროთა ვითარებაში აზვირთებულ ნორი-ხევს ჩამოურეცხია. (ციხის ფოტო) ამ ციხეს ნორიოელიები სოფლის „დიდ ციხეს“ უწოდებენ.
დიდი ციხე |
ციხის გადაღმა მხარეზე, ნორი-ხევის მარცხენა მხარეს ტაბლიაანთ უბანია. ამ უბანში 1910 წლამდე მზვერავი კოშკი იდგა, რომლიდანაც კარგად მოჩანდა მთელი ხეობა და ნორიოდან მარტყოფისაკენ მიმავალი გზა. ასევე ბილიკები: „მგლის უნახავი“ და „ლომეთის მინდვრები“.
„ბადრიძეანთ კოშკი“, სოფლის ცენტრში მდებარეობს, რომელიც XVIII
ბადრიძეაანთ კოშკი |
ცოფურაანთ კოშკი |
„ცოფურაანთ კოშკი“ აშენებულია XVIIIს-ში. ის წარმოადგეს საგვარეულო კოშკს. იგი სამ სართულიანია. შესასვლელი კარი პირველ სართულზეა მოთავსებული. II და III სართულებზე ასასვლელი კედელშია ჩატანებული.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი |
სოფლის ცენტრში მდებარეობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია: ეკლესიის მშენებლობა დაკავშირებულია ცნობილი მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის უახლოესი თანამშრომლის, იაკობ მანსვეტაშვილის წინაპრის სახელთან. ეკლესია ცოფურაანთ უბანში დგას. ეს ეკლესია XVIII საუკუნის ბოლოს ცოფურაშვილებმა ააგეს. ეკლესია განახლდა 2003 წელს და 2005 წლის 28 აგვისტოს გაიხსნა. ტაძარი დღეს მოქმედია და ჰყავს საკმად მრავალრიცხროვანი მრევლი. ტაძარს ემსახურება ადგილობრივი მკვიდრი - მამა კახაბერ უერთაშვილი.
მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის ეკლესია XIX საუკუნეში ქოპილაშვილებს აუგიათ სოფლის ზემო უბანში. ეკლესია გარკვეული პერიოდის განმავლობაში უმოქმედო იყო და რამდენიმე კვირის წინ ამოქმედდა. რაც დიდ სიხარულს იწვევს სოფლის მოსახლეობაში.
იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია ნორიოში ყველაზე მაღალ ადგილას, ზემო უბნის სასაფლაოსთან დგას. ეკლესია არის ერთნავიანი დარბაზული ტიპის ნაგებობა. იგი რამდენიმე წლის წინ აღადგინა და მოახატვინა არსენ ოსიყმაშვილმა. (ფოტო)
წმინდა გიორგის სალოცავი ნორიოს ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარეობს, რომელიც ნორიხევის მარცხენა ნაპირზე მცხოვრებმა მამადაშვილებმა ააგეს. შემდეგ მარჯვენა ნაპირზე გადაისახლეს და ეკლესიის მხოლოდ კედლის ნარჩენებმა მოაღწია, რომელიც 2007 წელს გაანახლეს მამადაშვილებმა.
სოფლიდან 4 კმ-ის მოშორებით მდებარეობს,
მამა ანტონეს სვეტი |
ღვთაების სამონასტრო კომპლექსი და ანტონ მარტომყოფელის სვეტი. მონასტერი დაარსებულია
13 ასურელი მამათაგან ერთ-ერთის, მამა ანტონეს მიერ VI საუკუნეში. პლატონ
იოსელიანი წერს,
რომ ამ
ადგილას ვახტანგ
გორგასლისაგან აგებული
ეკლესიის ნანგრევები ყოფილა და
სწორედ იქ
დაუსვენებია მამა
ანტონს ედესიდან
ჩამოტანილი თიხის
ხელთუქმნელი ხატი.
ამ ხატს ღვთაების ხატს უწოდებენ, ამიტომ მონასტერსაც ღვთაების მონასტერი ჰქვია. ანტონი აქ თავდაპირველად მარტო მოღვაწეობდა. რის გამოც მიიღო მან ანტონ მარტომყოფელის სახელი. სალ კლდეზე მდებარეობს კოშკი, სადაც მამა ანტონმა სიცოცხლის ბოლო 15 წელი გაატარა. კოშკის განახლების პროცესი დაახლოებით 1 წლის წინ დასრულდა, რაშიც დიდი წვლილი ადგილობრივებმა შეიტანეს.
მონასტერი მამა ანტონის კოშკის ჩათვლით ნაგებობათა მთელ კომპლექსს წარმოადგენს. კოშკი აღმართულია სალ კლდეზე, სადაც მამა ანტონმა სიცოცხლის ბოლო 15 წელი გაატარა. აქვე მდებარეობს მამა ანტონეს საფლავი.

Комментариев нет:
Отправить комментарий