ნორიოს მოსახლეობას
სასმელი წყალი „გრაფიკით“ მიეწოდება, ორ დღეში ერთხელ და მხოლოდ დილის საათებში, რაც
პრობლემას უქმნის დასაქმებულ ადამიანებს. საკითხავია ამ წყლის ხარისხიც, რადგან წყალი
ხშირად დაბინძურებულია, განსაკუთრებით წვიმის დღეებში. ამ პრობლემის მოგვარებისთვის
საჭიროა გაიწმინდოს წყლის სათავე ნაგებობები, ჩატარდეს წყლის ქიმიური ანალიზი. დაიქსელოს
სოფელი ახალი წყალმომარაგების სისტემით. ასევე აუცილებელია დამონტაჟდეს წყლის მრიცხველები, რათა მოსახლეობამ ისწავლოს წყლის
რაციონალური მოხმარება.
სოფელს დიდ პრობლემას
უქმნის შიდა გზები და გარე განათება. შიდა გზების მოსაწესრიგებლად საჭიროა ამ გზების
მოშანდაკება ინერტული მასალით, რომელიც სოფელშიც მოიპოვება.
სოფელში გარე
განათების პრობლემა ადვილად გადაიჭრება, თუ სოფელში მზის ბატარიებზე მომუშავე გარე
განათების სისტემა დამონტაჟდება.
Комментариев нет:
Отправить комментарий