четверг, 14 ноября 2013 г.

ნორიოში სხვა მრავალი პრობლემასთან ერთად მეტად მნიშვნელოვანი პრობლემაა სასოფლო სამეურნეო მიწების დამუშავებისა და მოვლისთვის აუცილებელი სარწყავი არხები. სოფელში სადაც უნიკალური მიწებია დასამუშაველბლად და გამოსაყენებლად, აუცილებელია ამ პრობლემის მოგვარება და დროულად გადაჭრა. წლების წინ ნორიოში ეს პრობლემა არ არსებობდა და საჭიროებისამებრ მიეწოდებოდა სარწყავი წყალი მოსახლეობას, სანამ არ განადგურდა მთლიანად ეს სისტემა. დღევანდელი მდგომარეობით ნორიოში წყალი უხვად არის, რადგან თვითდინებით მოედინება. ამიტომ ამ წყლის სწორედ გამოსაყენებლად საჭიროა აღდგეს ის სარწყავი სისტემა, რომელიც წინ წასწევს მიწათმოქმედებას სოფელში. ამისათვის საჭიროა ნორიოს გამგეობამ წარადგინოს პროექტი სარწყავი არხების გაყვანასთან დაკავშირებით და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დააკმაყოფილოს ეს პროექტი და რაიონული ბიუჯეტიდან გამოყოს შესაბამისი ფინანსები ამ პროექტის განსახორციელებლად. ამ პროექტიდან გამომდინარე შესწავლილ ტერიტორიაზე უნდა ჩალაგდეს პლასმასის მილები, რომლებიც ერთად თავს უნდა იყრიდნენ ერთ კონკრეტულ ადგილზე, საიდანაც განაწილდება მილებში წყალი. ამ პროექტის განხორციელებას დასჭირდება რამოდენიმე თვე. ეს სამუშაოები, რათქმაუნდა უნდა შესრულდეს პროფესიონალების მიერ, სწორად და ხარისახიანად. 

Комментариев нет:

Отправить комментарий