четверг, 14 ноября 2013 г.

ნორიოში არსებობს პრობლემა, რომელსაც ავარიული ამბოლატორია ჰქვია. სოფელში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 4000 კაცს აღწევს ფაქტობრივად, არ არსებობს სასოფლო ამბოლატორია.
         წლებია ნორიოს ამბოლატორიისთვის ყურადღება არავის მიუქცევია და დღეს, ის თითქმის მთლიანად დანგრეულ მდგომარეობაშია და იქ შესვლაც კი საშიშა, რადგან ნებისმიერ დროს არსებობს მისი ჩამონგრევის  საფრთხე. რის გამოც, მოსახლეობა დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამს და წლებია ამპრობლემის მოგვარებას ითხოვს ნორიოს გამგეობისგან. ჩვენი გადმოსახედიდან, ამ პრობლემის დროული გადაჭრისათვის საჭიროა გამგეობის მიერ მიმართვა რაიონულ ორგანოს, ახალი ამბულატორიის აშენების თაობაზე და რაიონიდან გამოიყოს საჭირო თანხები. ჩემი აზრით, ახალი ამბულატორიის მშენებლობა უნდა დაიწყოს იმ ადგილზე სადაც მდებარეობს დღევანდელი ავარიული ამბულატორია და უკეთესი იქნება თუ ეს შენობა აშენდება ძირითადად მყარი მინებისაგან და არა სამშენებლო მასალისაგან, რადგან მინებით შენობის აშენება შედარებით მცირე თანხებთანაა დაკავშირებული და მისი სისრულეში მოყვანა შედარებით მცირე დროს მოითხოვს. ახალი ამბულატორიის აშენების შემდეგ აუცილებელია შენობა აღიჭურვოს ახალი, თანამედროვე და აუცილებელი აპარატურით.     
        სოფლისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ონკოლოგიური დაავადებები. ნორიო მარტყოფის მოსახლეობა პროცენტულად ყველაზე მეტად ავადდება საშვილოსნოს და მკერდის კიბოთი. ვფიქრობთ ამის მიზეზი სოფელთან ახლოს არსებული რადიაციულ ნივთიერებათა ღია სამარხია, რომელიც დღეს სრულიად უყურადღებოდაა დატოვილი. სამწუხაროდ ჩვენი ძალებით ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია და ვითხოვთ დახმარებას მის მოსაგვარებლად.  სულ მცირე იმის გაკეთება მაინც შეიძლება, რომ შესასვლელი მაინც დაბეტონდეს.             

Комментариев нет:

Отправить комментарий